
Support 360 — პლატფორმა Visa-ს სერვისების შესახებ კითხვებისა და კონსულტაციებისთვის
როგორ ვმუშაობთ?
როგორ ვმუშაობთ?
ვისთან ერთად ვმუშაობთ?
ვისთან ერთად ვმუშაობთ?
რა კითხვებით შემიძლია დავუკავშირდე Support 360-ს?
რა კითხვებით შემიძლია დავუკავშირდე Support 360-ს?
როგორ დავუკავშირდე Support 360-ს?
როგორ დავუკავშირდე Support 360-ს?
კითხვები და პასუხები
კითხვები და პასუხები
რა არის Support 360?
ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გასცემს რჩევებს Visa-ს გადახდის სისტემის აქციებთან და შეთავაზებებთან დაკავშირებით.
რა სერვისებს მოიცავს Support 360?
კონსულტაციები არსებულ აქციებზე, შეთავაზებებზე, უკუკავშირის მიღება და დამუშავება, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოწოდებული ინფორმაციის დაზუსტება: https://www.visa.com.ge/ka_GE
როგორ დავუკავშირდე Support 360-ს?
კომუნიკაცია შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:
- VisaConcierge ჩატბოტი
- ელ. ფოსტა: [email protected]
რომელი Visa ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Support 360-ს?
სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ნებისმიერი Visa ბარათის მფლობელებისთვის.
როგორია Support 360-ს სამუშაო საათები?
Support 360 თქვენთან კავშირზეა 24/7.
რა ღირს Support 360?
სერვისი ხელმისაწვდომია უფასოდ.
რა შეზღუდვები ვრცელდება Support 360-ის გამოყენებაზე?
Visa-ს სერვისი მზად არის დაგეხმაროთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე საგადასახადო სისტემის სერვისებთან და შეთავაზებებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე.
როგორ შევამოწმოთ აეროპორტის სერვისების ხელმისაწვდომობა?
აეროპორტის სერვისების ხელმისაწვდომობის შემოწმება შესაძლებელია VisaConcierge ჩატბოტის საშუალებით. ამისთვის, დააჭირეთVisa Travel ღილაკს, აირჩიეთ მოთხოვნილი სერვისი და შემდეგ მონიშნეთ “სერვისის ხელმისაწვდომობის შემოწმება” (“Check availability of services).*
*მანამდე არ დაგავიწყდეთ ბოტში დაამატოთ ბარათი, რომელსაც სჭირდება გადამოწმება
როგორ მოვძებნოთ Visa Airport Companion პროგრამაში მონაწილე ლაუნჯები აეროპორტში?
Visa Airport Companion აპლიკაციის “Overview” სექციაში, სასურველი ქვეყნის ან აეროპორტის მონიშვნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ, იხილოთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები.
ამასთანავე, მთავარ გვერდზე მოცემულია ლაუნჯების ჩამონათვალის ბმული.
რა არის Fast Track? როგორ მუშაობს?
Fast Track დაგეხმარებათ საავიაციო უსაფრთხოებისა და fast track-ის ზონების სწრაფად გავლაში.
სერვისით სარგებლობისთვის, გაემართეთ საავიაციო უსაფრთხოების გასასვლელისკენ და მოძებნეთ Fast Track ნიშანი. მიადეთ თქვენი Visa ბარათი ტურნიკეტზე საკონტროლო მოწყობილობას და გადადით Fast track ზონაში.
სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/promotions/fast_track_international.html
როგორ მუშაობს Visa-ს სამოგზაურო დაზღვევა?
თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება, თუ მოგზაურობის დაწყებამდე თქვენ:
- გადაიხადეთ ორმხრივი ბილეთის საფასური Visa პრემიუმ ბარათით.
- დაჯავშნეთ და გადაიხადეთ თქვენი საცხოვრებლის საფასური მოგზაურობის დაწყებამდე Visa პრემიუმ ბარათით.
- გადაიხადეთ როგორც ბილეთების, ისე საცხოვრებლის საფასური მოგზაურობის დაწყებამდე Visa პრემიუმ ბარათით.
რეკომენდებულია, დაზღვევის სერტიფიკატი შეავსოთ მოგზაურობის დაწყებამდე, რადგან ის შეიძლება მოითხოვონ საბაჟო კონტროლის დროს.*
*VisaConcierge ჩატბოტი ასევე დაგეხმარებათ სადაზღვევო სერტიფიკატის შევსებაში.
ხანგრძლივობა - ერთი მოგზაურობის განმავლობაში 90 დღე, მაგრამ წელიწადის განმავლობაში არაუმეტეს 183 დღისა. თუ მოგზაურობა 90 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ის სრულიად დაუზღვევლად ჩაითვლება.
თქვენი დაზღვევა დაიწყება მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნიდან გამგზავრებისთანავე და დასრულდება მასში დაბრუნებისას.
ვებ-გვერდი დეტალური ინფორმაციით: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/promotions/travel-insurance.html
არსებობს თუ არა Visa-ს ფასდაკლებებისა და შეთავაზებების სია?
რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალფეროვანი შეთავაზებებით მოგზაურობის, საკვებისა და ალკოჰოლური სასმელის საფასურის გადახდისას, რესტორნებსა და მაღაზიებში გადახდისას, სპორტული ინვენტარის შეძენისას, გართობისა და მრავალი სხვა აქტივობისთვის გადახდისას.
დეტალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/promotions.html
