ახალი ბიზნეს ლაუნჯები Visa-სა და DragonPass-თან ერთად
ახალი ბიზნეს ლაუნჯები Visa-სა და DragonPass-თან ერთად
Visa განაგრძობს საუკეთესო ციფრული გამოცდილების შეთავაზებას პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის DRAGONPASS-სთან - ლაუნჯების სერვისის პროვაიდერთან ერთად. მომხმარებელი აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომას ციფრული საწევროს მეშვეობით იღებს Visa Airport Companion აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც AppStore-დან ან Play Market-დან არის შესაძლებელი.
თავის ახალ პარტნიორ DragonPass-თან ერთად, Visa აგრძელებს Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი კლასის აეროპორტის ლაუნჯებზე წვდომის უზრუნველყოფას.
ბიზნეს ლაუნჯებზე წვდომა საჩუქრად DragonPass პროგრამის ფარგლებში Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite პრემიუმ ბარათებით!*
ბიზნეს ლაუნჯებზე წვდომა საჩუქრად DragonPass პროგრამის ფარგლებში Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite პრემიუმ ბარათებით!*
2024 წლის 1 ოქტომბრიდან DRAGONPASS უზრუნველყოფს 1200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯის მომსახურებას.
ლაუნჯის ბენეფიტებით სარგებლობისთვის, Visa Premium ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს Visa Airport Companion აპლიკაცია და დაარეგისტრიროს საკუთარი Visa Premium ბარათი.
აეროპორტის ლაუნჯებში შესასვლელად საჭიროა ციფრული საწევრო, რომელიც Visa premium ბარათის მფლობელებს Visa Airport Companion აპლიკაციაში რეგისტრაციისთანავე მიეწოდებათ. შესაბამისად, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, ახალი სისტემის ფარგლებში, Visa premium ბარათის მფლობელები განახლებული ვიზიტების რაოდენობით ისარგებლებენ:
Visa პრემიუმ ბარათის მფლობელები ლაუნჯებით სარგებლობას შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტამდე 35 დღის განმავლობაში ბარათით მინიმუმ 1500 ლარის ტრანზაქციას განახორციელებენ. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, Visa Platinum ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ლაუნჯებით სარგებლობა წელიწადში 6-ჯერ, Visa Signature ბარათის მფლობელებს - 10-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათის მფლობელებს - შეუზღუდავი რაოდენობით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ Visa Platinum და Visa Signature ბარათების მფლობელებმა ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე 5000 ლარის ტრანზაქცია განახორციელეს, ისინი ლაუნჯში შეუზღუდავი რაოდენობის ვიზიტებით ისარგებლებენ.
ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინ სისტემა ავტომატურად ამოწმებს განხორციელებული გადახდების ოდენობას და განსაზღვრავს ვიზიტების რაოდენობას.
ლაუნჯში ვიზიტამდე, ლაუნჯში დარჩენილი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის შემოწმება ასევე შესაძლებელია Visa Airport Companion-ის აპლიკაციაში.
შეთავაზების გააქტიურება
შეთავაზების გააქტიურება
3. მოძებნეთ სასურველი ლაუნჯი და დააჭირეთ Walk-in ღილაკს
4. ციფრული წვდომის მისაღებად დააჭირეთ Membership ღილაკს
ლაუნჯ ზონაში შესასვლელად, წარუდგინეთ თქვენი ციფრული საწევრო ფრონტ-დესკთან ლაუნჯში შესვლისას ან უჩვენეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს და განიტვირთეთ გაფრენამდე!
Visa Business ბარათის მფლობელებისთვის შეთავაზება ხელმისაწვდომია კომპლემენტარულად:
- Visa Platinum Business - წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ, წინასწარი დანახარჯის მოთხოვნის გარეშე.
- Visa Signature Business - წელიწადში მაქსიმუმ 6-ჯერ, წინასწარი დანახარჯის მოთხოვნის გარეშე.
კითხვები და პასუხები DragonPass პროგრამის შესახებ
კითხვები და პასუხები DragonPass პროგრამის შესახებ
შესაბამისი ბარათები
2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa Airport Companion (VAC) უზრუნველყოფს წვდომას პროგრამაში მონაწილე აეროპორტის ლაუნჯებზე შემდეგი ბარათების მფლობელებისთვის:
- Visa Platinum
- Visa Platinum Business
- Visa Signature
- Visa Signature Business
- Visa Infinite
როგორ ვიპოვო პროგრამაში მონაწილე ლაუნჯები აეროპორტში?
აპლიკაციის Explore ნაწილში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევით. მთავარი გვერდი ასევე შეიცავს სწრაფ ბმულს, რომელიც გადაგიყვანთ ლაუნჯების ჩამონათვალზე.შეიძლება ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა? აუცილებელია მათთან ერთად ვმოგზაურობდე?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/ები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენი დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.რატომ მითხრეს უარი ლაუნჯში შესვლაზე?
თუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ VAC აპლიკაციით და შეამოწმოთ სხვა ლაუნჯები.რა შედის ჩემს საწევროში?
თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ How it Works სექცია აპლიკაციის Membership სექციაში და ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს მოიცავს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიტები შეიძლება განსხვავდებოდეს ბარათის მფლობელების მიხედვით, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესი იქნება თუ აპლიკაციაში გადაამოწმებთ.ჩემი LoungeKey/Priority Pass საწევრო კვლავ იმუშავებს? ისევ შემიძლია LoungeKey აპლიკაციით სარგებლობა?
2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.როგორ ვნახო ჩემი საწევროს დეტალები რეგისტრაციის შემდეგ? როგორ გავიგო რამდენი ვიზიტის უფლება მაქვს?
საწევროს დეტალების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციის Membership სექციაშია, რომელიც მენიუს ქვედა ნაწილშია მოთავსებული.
ციფრული საწევროს დეტალები (ლაუნჯის ვიზიტები) წარმოდგენილია როგორც მთავარ, ისე Membership სექციებში.როგორ შევიდე ლაუნჯებში?
წარუდგინეთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ ვიზიტები ხელმისაწვდომია, ავტომატურად ჩამოგაკლდებათ ხელმისაწვდომი რაოდენობიდან. თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით.შემიძლია ვისარგებლო ფიზიკური ბარათით ლაუნჯში შესასვლელად?
Visa Airport Companion წარმოადგენს სრულიად ციფრულ აპლიკაციას. თქვენ შეძლებთ ლაუნჯში შესვლას მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენი საწევროს QR კოდის წარდგენით.მიჭირს აპლიკაციაში დარეგისტრირება ან ჩემს ანგარიშზე შესვლა.
თუ გაქვთ დარეგისტირების პრობლემა, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ გაქვთ აპლიკაციაში ანგარიშზე შესვლის პრობლემა, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა დახმარების ცენტრს login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.უნდა გადავიხადო ბავშვის შეყვანის საფასური DragonPass ბიზნეს ლაუნჯში?
2-დან 4 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ ბიზნეს ლაუნჯების უმრავლესობას.რამდენი ხანი შემიძლია დარჩენა DragonPass ბიზნეს ლაუნჯში?
ლაუნჯში ყოფნის დრო განისაზღვრება თითოული ლაუნჯის წესების მიხედვით. ძირითადად - არაუმეტეს 3-4 საათისა.რამდენ ხანს შემიძლია ვისარგებლო უფასო ვიზიტების პროგრამით?
2026 წლის 30 სექტემბრამდე. მოცემული თარიღის შემდეგ, პროგრამის პირობები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.




