A woman using her laptop to make a secure online payment.

ონლაინ შოპინგი, დაცული Visa-ს მიერ

ონლაინ შოპინგი, დაცული Visa-ს მიერ

დამატებითი დაცულობა იმისთვის, რომ ონლაინ უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად ივაჭროთ.

თქვენი დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

Visa ყველაფერს აკეთებს, რომ ონლაინ-ვაჭრობა ისეთივე დაცული, სწრაფი და მოსახერხებელი იყოს, როგორიც მაღაზიაში ფიზიკურად განხორციელებული შესყიდვებია. საგადახდო სფეროში 60-ზე მეტი წლის გამოცდილება გვაქვს და როგორც სავაჭრო ობიექტებთან, ისე ემიტენტებთან ვთანამშრომლობთ, რომ კლიენტებს იდეალური, დაცული პირობები შევთავაზოთ შესყიდვის მეთოდისა და ადგილის მიუხედავად.
An image with different digital devices that individuals can use to shop safely online.

ივაჭრეთ ონლაინ თავდაჯერებულად

მიუხედავად იმისა დესკტოპ-კომპიუტერს, მობილურ თუ სხვა მოწყობილობას იყენებთ, მონაწილე სავაჭრო ობიექტების ვებსაიტების მეშვეობით Visa გთავაზობთ სერვისს, რომელიც ონლაინ-ვაჭრობისას დაცულობის დამატებით დონეს გთავაზობთ. ეს სერვისი ეხმარება თქვენი ბარათის ემიტენტს თქვენი ვინაობის დადგენაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გიცავთ თაღლითობისგან.

მონაწილე სავაჭრო ობიექტების ვებსაიტებზე Visa ბარათით ონლაინ-ვაჭრობის უპირატესობებია:

An icon of a lock that represents privacy and safety in online shopping with Visa.

თაღლითობისგან დაცვა

დაცულობის დამატებითი დონე, რომელიც თავიდან აგარიდებთ ონლაინ-ვაჭრობისას თქვენი ბარათის არაავტორიზებულ გამოყენებას.

An icon of a woman using her phone to shop safely online.

მომხმარებელზე მორგებული პირობები

ისარგებლეთ მარტივი და დაცული იდენტიფიკაციის შესაძლებლობით პირადობის დამოწმების მოთხოვნის მიღებისას*.

An image of two devices that represent Visa's strategy to make individuals have a safe online shopping experience.

გლობალური მიღება

ივაჭრეთ მონაწილე ონლაინ-სავაჭრო ობიექტებში და ემიტენტებთან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში — პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვის ან ანგარიშის შექმნის საჭიროების გარეშე.

*იდენტიფიკაციის თქვენთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების დეტალურად გასაცნობად, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენი ბარათის გამომშვებს.

ხშირად დასმული შეკითხვები

დამატებითი ინფორმაციისათვის პირდაპირ დაუკავშირდით Visa ბარათის გამომშვებს