Google Pay

ზოგადი ინფორმაცია

გადაიხადეთ თქვენთვის მოსახერხებელი გზით Google Pay™-თან ერთად.

Google Pay წარმოადგენს მაღაზიასა და აპლიკაციაში თქვენი Visa ბარათით გადახდის სწრაფ და მარტივ საშუალებას. თქვენ განაგრძობთ თქვენი Visa ბარათის ყველა უპირატესობითა და უსაფრთხოებით სარგებლობას.

აპლიკაციის ინსტალაცია

Google Pay Visa-ს ტოკენიზაციის სერვისთან ერთად თავსებადია ყველა ანდროიდ მოწყობილობასთან, რომელიც მხარს უჭერს გადახდის ტერმინალების ემულაციას.

უსაფრთხოება, ბენეფიტები და დაცვა

გადაიხადეთ მაღაზიებში უსაფრთხოდ

როდესაც თქვენ იყენებთ თქვენს მობილურს მაღაზიაში Visa ბარათითა და Google Pay-თ გადასახდელად, ჩვენ არ ვგზავნით თქვენი ბარათის რეალურ მონაცემებს გადახდის დროს. სანაცვლოდ ვირტუალური ანგარიშის ნომერია გამოყენებული. ეს უზრუნველყოფს თქვენი ნამდვილი ანგარიშის მონაცემების უსაფრთხოებას.

სიმშვიდე

თუ თქვენი მობილური დაიკარგება ან მოიპარავენ, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მის დაბლოკვას ან მთლიანი მონაცემების წაშლას Find My Device-ს საშუალებით.

თქვენი კუთვნილი ბენეფიტები და დაცვა

Google Pay-ს საშუალებით თქვენი Visa ბარათის გამოყენებისას, თქვენ კვლავ ისარგებლებთ ყველა უპირატესობით, პრივილეგიითა და დაცვით, რომელსაც ის უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობს

მოსახერხებელი, მარტივი და უსაფრთხო.

დააინსტალირეთ აპლიკაცია ან გადადით ვებ-გვერდზე

გახსენით Google Pay-ს აპლიკაცია ან გადადით pay.google.com-ზე.

დაამატეთ თქვენი Visa ბარათი

გადაუღეთ თქვენს ბარათს სურათი Google Pay-ს აპლიკაციის საშუალებით ან შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები.

გააკეთეთ შენაძენი

გადაიხადეთ უფრო სწრაფად მაღაზიებსა და აპლიკაციებში.

პარტნიორი ბანკები

BasisBank logo
Solo bank logo
TBC Concept bank logo
Halyk Bank logo
Credo Bank logo

ხშირად დასმული შეკითხვები