Visa და Garmin Pay: უკონტაქტო გადახდა მაჯის საათებით Garmin უკვე საქართველოშიც!

Visa და Garmin Pay: უკონტაქტო გადახდა მაჯის საათებით Garmin უკვე საქართველოშიც!

Garmin-ის სპორტული მაჯის საათების მფლობელებს Garmin Pay ფუნქციით უკვე შეუძლიათ უკონტაქტოდ გადაიხადონ საქონლისა და მომსახურებისათვის ისე, რომ Visa ბარათების ყველა პრივილეგიით ისარგებლონ.

Garmin Pay

მხოლოდ ჩართვა

თქვენ შეგიძლიათ თქვენი Visa ბარათი Garmin Pay-ს მარტივად მიაბათ.

მოსახერხებელი გადახდა

არაა საჭირო თან ატაროთ საფულე ან სმარტფონი. საქონლისა და მომსახურებისათვის უკონტაქტოდ გადასახდელად, Visa ბარათის ყველა უპირატესობის გამოყენებისთვის, გამოყენებით, მხოლოდ საათიც საკმარისია.

უსაფრთხო გადახდები

Visa-ს უსაფრთხოების სისტემა თქვენი ბარათის მონაცემებს ცვლის უნიკალური ციფრებით (ტოკენი), ამიტომაც გადახდები შეგიძლიათ აწარმოოთ იმაზე ფიქრის გარეშე, რომ თქვენი ბარათის მონაცემები თაღლითებს ჩაუვარდებათ ხელში.

როგორ ჩავრთოთ Garmin Pay?

  1. სმარტფონზე ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Garmin Connect.
  2. გახსენით აპლიკაცია, შედით განყოფილებაში Garmin Devices, მოძებნეთ თქვენი მაჯის საათი.
  3. დააკლიკეთ Garmin Pay-ზე.
  4. ინსტრუქციის მიხედვით მიაბით თქვენი Visa ბარათი.

როგორ გადავიხადოთ Garmin Pay-თ?

  1. შედით თქვენი მაჯის საათის Garmin მენიუში.
  2. დააკლიკეთ საფულის გამოსახულებაზე.
  3. მიაბით Visa ბარათი, შეიყვანეთ პაროლი, რომელიც დააყენეთ (მხოლოდ პირველი გადახდისას დღის განმავლობაში)
  4. დაადეთ მაჯის საათი ტერმინალს მაღაზიაში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ტერმინალს ქონდეს უკონტაქტო გადახდების განხორციელების შესაძლებლობა.

Garmin Pay-ის უკონტაქტო გადახდებით სარგებლობა შეუძლიათ iOS და Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონების მფლობელებს.

Garmin Pay შეიქმნა აქტიური ადამიანებისათვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობაში არიან. მათთვის, ვინც საკუთარ დროს ზოგავს და მიჩვეულია კომფორტულად ცხოვრებას.

რომელ მაღაზიებში ხდება Garmin Pay-ით გადახდა?

Garmin Pay მუშაობს ყველგან, სადაც მიიღება უკონტაქტო გადახდები. ტერმინალზე ან სალაროსთან მოძებნეთ ამ ნიშნებიდან ნებისმიერი.  
უკვე დღეიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ Garmin Pay-თ ბევრ მაღაზიასა ან აპლიკაციაში.

ჩართული ბანკები

Garmin Pay-ს სისტემით მუშაობს ის Visa ბარათები, რომელიც გაცემულია შემდეგი ბანკების მიერ: