სამედიცინო და იურიდიული დახმარება

Visa* ბიზნეს ბარათის მფლობელებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იმგზავრონ მსოფლიოს გარშემო, რადგან იციან, რომ მათ ყოველთვის აქვთ წვდომა მათთვის საჭირო დახმარებაზე.

  • უფასო სამედიცინო კონსულტაციები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
  • თქვენს მახლობლად ადგილობრივი ჯანდაცვის პროფესიონალის ან საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექიმის მოძებნის უზრუნველყოფა.
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიების უზრუნველყოფა.
  • სამოგზაურო კონსულტაცია, საბუთების დაკარგვის შემთხვევაში.
  • იურიდიული კონსულტაცია.

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამოგზაურო სამედიცინო და საინფორმაციო სერვისს შემდეგ ნომერზე:

+44 (0) 208 762 8373

(მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან (ზარები განისაზღვრება ოპერატორის ტარიფით)

საჭიროების შემთხვევაში, ბარათის მფლობელისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, სამედიცინო და საინფორმაციო დახმარება უზრუნველყოფილი იქნება მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას 90 დღის განმავლობაში.

ძირითადი სამედიცინო სერვისები მოიცავს სამედიცინო კონსულტაციას ტელეფონით, ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში და შემდგომ.

სამედიცინო კონსულტაცია ტელეფონით

თუ ბარათის მფლობელი მოგზაურობისას თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს, სამედიცინო და საინფორმაციო სერვისის სამოგზაურო დახმარება უზრუნველყოფს ტელეფონით სამედიცინო კონსულტაციას.

ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებზე

სამედიცინო და საინფორმაციო სერვისის წარმომადგენლები მოგაწვდიან ექიმის (სტომატოლოგის ჩათვლით), საავადმყოფოს ან კლინიკის მისამართს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ბარათის მფლობელი.

პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი ჰოსპიტალიზაციის დროს და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ

მოთხოვნის ან საჭიროებისამებრ, სამოგზაურო სამედიცინო და საინფორმაციო სერვისი მონიტორინგს გაუწევს ბარათის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჰოსპიტალიზაციის დროს და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.

სამედიცინო დახმარების სერვისების ჩამონათვალი:

საჭირო მედიკამენტების ან აღჭურვილობის მიწოდება

სამოგზაურო სამედიცინო და საინფორმაციო სერვისი უზრუნველყოფს ნებისმიერი მედიკამენტისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას თუ ეს ყველაფერი არ არის ხელმისავდომი იმ ქვეყანაში, სადაც ბარათის მფლობელი იმყოფება.

ექიმის უზრუნველყოფა

თუ ბარათის მფლობელი მოულოდნელად ავად გახდება და არ შეეძლება დამოუკიდებლად გადაადგილება და იმ შემთხვევაში, თუ სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო სერვისი და საინფორმაციო დახმარება უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტის ვიზიტს ბარათის მფლობელთან.

გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია

თუ ბარათის მფლობელი ავად გახდება ან რაიმე ინციდენტის მონაწილე იქნება და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, სამოგზაურო სამედიცინო და საინფორმაციო სერვისი უზრუნველყოს მის ტრანსპორტირებას ყველაზე შესაფერის ადგილობრივ საავადმყოფოში, ბარათის მფლობელის საცხოვრებელი ქვეყნის საავადმყოფოში ან სხვა ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ჰოსპიტალიზაციისას დეპოზიტის გარანტირებული გადახდა

თუ ბარათის მფლობელს ესაჭიროება საავადმყოფოში წასვლა, მაგრამ ბარათის ანგარიშზე არ აქვს თანხა საავადმყოფოს სავალდებულო დეპოზიტის გადასახდელად, სამედიცინო სერვისი და საინფორმაციო დახმარება მოგზაურთათვის მზად არის, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე შეიტანოს დეპოზიტი 2500 აშშ დოლარის ოდენობამდე (ან ადგილობრივ ვალუტაში), რათა უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება კრიტიკულ სიტუაციაში.

მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციის საჭიროების, ვიზების მიღების, დაბეგვრის, განბაჟების, საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტაციის, მთვარი საკანონმდებლო და იურიდიული შეზღუდვების შესახებ მასპინძელ ქვეყანაში და ა.შ.

მასპინძელ ქვეყანაში იურისტთა საკონტაქტო ინფორმაციით უზრუნველყოფა

მასპინძელ ქვეყანაში, კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, სერვისის ოპერატორები უზრუნველყოფენ კვალიფიცირებული და სანდო იურისტებისა და ადვოკატების საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებას და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას გაუწევენ მათ ადგილზე მისვლას. ასევე, სერვისის ოპერატორები ფლობენ ფართო საკონტაქტო პირების ინფორმაციას სხვა სფეროებში - დაბეგვრა, ბუღალტერია და აუდიტი, საავტორო უფლებები, ბიზნეს კონსულტაციები და ა.შ. სპეციალისტების მომსახურებას, რომლებმაც სერვისი გაუწიეს Visa Premium ბარათის მფლობელებს, ანაზღაურებს ბარათის მფლობელი დამოუკიდებლად, ინვოისის შესაბამისად.

მასპინძელ ქვეყანაში თარჯიმნების საკონტაქტო ინფორმაციის უზრუნველყოფა

სერვისის სპეციალისტები რეკომენდაციას გაუწევენ მასპინძელ ქვეყანაში მყოფ თარჯიმნებს, რომლებსაც აქვთ სათანადო სპეციალიზაცია და კვალიფიკაცია და შეუძლიათ მაქსიმალური დახმარება გაუწიონ Visa Premium ბარათის მფლობელებს საკითხების გადაწყვეტაში. თარგმნის მომსახურებას ანაზღაურებს Visa Premium ბარათის მფლობელი დამოუკიდებლად, ინვოისის შესაბამისად.

* ვიზა